ზორეთის მიმდებარედ ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია - მიმდინარეობს სამუშაოები
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზორეთის
მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის
გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ
ადგილზე მუშაობას.
რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული და რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა,
უწყებაში ჯერ-ჯერობით ვერ გვპასუხობენ.
ცეცხლი ზორეთის მიმდებარედ ტყეში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე,
გუშინ, 19 აგვისტოს, სავარაუდოდ 19:00 საათის შემდეგ გაჩნდა. სავარაუდოდ, კლდოვანი
რელიეფის და ღამე ნაკლები ხილვადობის გამო გართულდა ხანძრის ქრობა.
მეხანძრე-მაშველები ამჟამად ხანძრის სრულ ლიკვიდაციაზე მუშაობენ.
ამავე თემაზე:
"ზორეთში გაჩენილი ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია" -
თემის რწმუნებული
გააზიარეთ :