ეს საინტერესოა
გველების დამჭერები: როგორ შეისწავლა ირულას ტომმა სასიკვდილოდ საშიში საქმიანობა
ამ ტომში ნადირობს ყველა დიდი და პატარა, ბავშვებს ასწავლიან ნადირობას გველებზე,
როცა ცირკში გამოდიან გველების მომთვინიერებლები, მაყურებლებს ლამის გული უჩერდებათ, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ინდოეთში არის ტომი, რომლებიც დაოსტატებულები არიან სათვალიანი კობრის დაჭერაში, ყველაზე საშიში გველის მთელს პლანეტაზე. ეს ადამიანები ბავშვობიდან სწავლობენ ქვეწარმავლებზე ნადირობას და იციან ყველაფერი, თუ როგორ დაიცვან თავი გველის ნაკბენისგან და როგორ შეაგროვონ ქვეწარმავლის ძვირფასი შხამი!



ირულას ტომის ქალები
ამ ტომში ნადირობს ყველა დიდი და პატარა, ბავშვებს ასწავლიან ნადირობას გველებზე, რომლებსაც შხამი არ აქვთ. რვა წლიდან მათ უკვე ნებას რთავენ უფრო საშიშ ქვეწარმავლებზე ინადირონ, ბიჭები 12-13 წლიდან დაყვებიან მშობლებს კობრების ბუდეების საძებნელად. ოჯახის ყველა წევრს თავისი ფუნქცია აქვს: ყველაზე საპასუხისმგებლო მისია მამაკაცებს აკისრიათ, ისინი იჭერენ გველებს, ასევე მას ეხმარებიან ოჯახის წევრები. ბავშვები თხრიან გველის ბუდის შესასვლელს, ხოლო ცოლი თვალს ადევნებს, რომ ქვეწარმავალი ,, სხვა გასასვლელში არ გაძვრეს“.


ადრე ამ ტომის წარმომადგენლები ხოცავდნენ გველებს და გველის ტყავით
ვაჭრობდნენ, მაგრამ ოფიციალური აკრძალვის შემდეგ, დაიწყეს მათი დაჭერა და ძვირფასი შხამის მოპოვება. გველები ამ პროცედურის შედეგად არ იტანჯებიან, მათ აბარებენ სპეციალურ კოოპერატივში, სადაც ათავსებენ თიხის ქოთნებში და ,, შხამს აცვლიან“ რეგულარულად დღეში ერთხელ, 7 დღის განმავლობაში. შხამს იღებენ იმის წყალობით, რომ გველებს აკბენინებენ ამ ქოთანზე გადაჭიმულ ქსოვილზე. შხამს ათავსებენ კონტეინერში, დროთა განმავლობაში იღებენ რამდენიმე მგ სასიკვდილო ნივთიერებას. შემდეგ ის გამოიყენება შრატებში და ტკივილგამაყუჩებელ წამლებში.


კოოპერატივში გველებს ინახავენ ორი-სამი კვირა, ხოლო შემდეგ უშვებენ. იშვიათ
შემთხვევაში მათ ინახავენ ტყვეობაში სიკვდილამდე. ერთი დღის განმავლობაში
ოჯახს შეუძლია დაიჭიროს 15 კობრა, ასე რომ კოოპერატივი საკმაოდ წარმატებულად მუშაობს.


საინტერესოა, რომ ამ ტომის წარმომადგენლები არ ენდობიან ექიმების მიერ დამზადე-
ბულ შრატებს, გველის კბენის შემთხვევაში სვამენ სპეციალურ მცენარეულ ნაყენს, რომელიც მომზადებულია უძველესი რეცეპტით. ამას გარდა, ამ ნაყენს რეგულარულად
ასმევენ ბავშვებს, რათა მათ ბავშვობიდანვე გამოუმუშავდეთ ძლიერი იმუნიტეტი. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს ნაყენი მართლაც იცავს მათ გველის შხამისაგან, რადგან მისი მიღების
შემდეგ კობრას ნაკბენისგან ათობით ადგილობრივი მცხოვრები გადარჩა.



Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.