ახალი ამბები
ახალციხეში ავარიას შსს–ს თანამშრომელი ემსხვერპლა
ახალციხეში, სოფელ წნისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 36 წლის ა.ბ გარდაიცვალა. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

"სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 1 ივნისს დაახლოებით 24:00 საათზე მოხდა. ა.ბ საკუთარი მანქანით, სოფელ წნისში ბეტონის ბორდიურს შეეჯახა.

ადგილობრივების ინფორმაციით, შსს–ს თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-მ გამოძიება 276 მუხლის მე–6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

უწყებაში აცხადებენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ა.ბ სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა. გარდაცვლილი სოფელ მუგარეთიდან არის.
Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.