ახალი ამბები
ხანძარი სოხუმში - სრულად დაიწვა აფხაზ ხელოვანთა „ოქროს ფონდი“
"სოხუმში აფხაზ ხელოვანთა „ოქროს ფონდი“ დაიწვა - ესაა სამხატვრო გალერეაში დაცული 4000 ეგზემპლარი", - იუწყება „აფსნი-პრესი“.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა და ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი ლევ კვიცინია.

აფხაზეთის ე.წ. კულტურის მინისტრმა დინარა სმირმა განაცხადა, რომ ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძარი „აუნაზღაურებელი ზარალია ეროვნული კულტურისთვის“.

„შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი დაიწვა. ეროვნული სამხატვრო გალერეის საგამოფენო დარბაზის ფონდებში 4000-ზე მეტი ეგზემპლარი ინახებოდა, მათ შორის ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის 300-მდე ნამუშევარი. ეს არის გამოუსწორებელი დანაკარგი აფხაზეთის ეროვნული კულტურისთვის“, - აღნიშნა სმირმა.


ხანძრის შესახებ დილის 4 საათზე გახდა ცნობილი - სიგნალი საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მართვის პულტზე 03:38 საათზე შევიდა. მთლიანობაში ხანძარს აქრობდა მეხანძრეთა 11 რაზმი სოხუმიდან, გუდაუთიდან, გულრიფშიდან და ოჩამჩირიდან. ხანძარი მხოლოდ დილის 7.00 საათისთვის იქნა ლოკალიზებული.

ჯერჯერობით უცნობია, 4000 ტილო ცეცხლმა გაანადგურა თუ წყალმა. სამხატვრო გალერეის დირექტორის, სურამ საკანიას თქმით, ობიექტს გამოუსწორებელი ზიანი მიადგა.

„დავდივარ და ვტირი. საშინელებაა. მეხანძრეების ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სახურავიდან გაჩნდა. როგორც ჩანს, ელექტროგაყვანილობაში მოკლე ჩართვა მოხდა. ყველა ნახატი დაიღუპა. ეს ჩვენთვის გამოუსწორებელი ზიანია“, - განაცხადა საკანიამ.


წყარო: რადიო თავისუფლება

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.