შემთხვევა
ავტოსაგზაო შემთხვევას ბორჯომში მეთორმეტეკლასელის სიცოცხლე ემსხვერპლა
დღეს, 20 მაისს სოფელ ლარების
მიმდებარე ტერიტორიასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი
ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა 15:00 საათისთვის მოხდა.
მსუბუქი ავტომობილი მდინარე მტკვარში გადავარდა.
ავტომანქანაში 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა. მათგან სამი დაშავებული
ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
გააზიარეთ :