ბაკურიანში მიტარბის პირველი საბაგირო გათიშულია
ბაკურიანში მიტარბის პირველი
საბაგირო 50 წუთზე მეტია გათიშულია.
საბაგიროთი 50-მდე ადამიანი
გადაადგილდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით
ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან არსებული საბაგირო ძაბვის
ვარდნის გამო გაჩერდა.
ადგილზე მაშველები მუშაობენ და მიმდინარეობს მგზავრების
გამოყვანა.
აღნიშნული ინფორმაცია
,,ინტერპრესნიუსმა"გაავრცელა.
ტელეკომპანია ,,ბორჯომი"
საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან მეტი დეტალის
გარკვევას ცდილობს.