საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, აჭარისა და გურიის რეგიონებში ყალბი ოფიციალური დოკუმენტის
დამზადება-გასაღების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა ოთხი პირის
მიმართ დაიწყეს.