საზოგადოება
 „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერებმა ევროკავშირის დროშები დახიეს და დაწვეს
02 / ივლისი 2022
„ალტ-ინფოს“ მხარდამჭერებმა ევროკავშირის დროშები დახიეს და დაწვეს
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „ალტ-ინფოს“ და პარტია "კონსერვატიულმა მოძრაობის" მხარდამჭერებმა, ევროკავშირის დროშები დახიეს და დაწვეს.
2021 წელს საქართველოში 59 906 ადამიანი გარდაიცვალა-სტატისტიკის ეროვნული სამსახური
30 / ივნისი 2022
2021 წელს საქართველოში 59 906 ადამიანი გარდაიცვალა-სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2021 წელს საქართველოში 59 906 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საკირეში მკვლელობაში ბრალდებულს 17 წელი მიესაჯა
29 / ივნისი 2022
საკირეში მკვლელობაში ბრალდებულს 17 წელი მიესაჯა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ საკირეში, ცოლის დაჭრისა და 40 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, კ.ს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
,,ვალეს“ საბაჟო გამშვებმა პუნქტმა მუშაობა განაახლა
29 / ივნისი 2022
,,ვალეს“ საბაჟო გამშვებმა პუნქტმა მუშაობა განაახლა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ,,ვალეს“ საბაჟო გამშვებმა პუნქტმა მუშაობა განაახლა.
ლაგოდეხში სოკოს იშვიათი სახეობა, ტრუფელი აღმოაჩინეს
29 / ივნისი 2022
ლაგოდეხში სოკოს იშვიათი სახეობა, ტრუფელი აღმოაჩინეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოკოს იშვიათი სახეობა ტრუფელი აღმოაჩინეს. ის ადგილობრივმა, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელმა, გიორგი სულამანიძემ იპოვა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
29 / ივნისი 2022
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დღეს, 29 ივნისს თბილისის დროით 14:10 საათზე, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ მამიშლართან 3.1 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

სამცხე-ჯავახეთში  უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოვლინდა
28 / ივნისი 2022
სამცხე-ჯავახეთში უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 21 ფაქტი გამოავლინეს და პრევენციული ღონისძიებებიც გაატარეს.

6 სამართალდარღვევა გამოავლინეს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა: წალკის წყალსაცავზე, მოქალაქეები, ანკესზე გამობმულ სახლართ ბადეებსა და გასაბერ ნავს იყენებდნენ. მათ მოპოვებული ჰქონდათ, ჯამში 11 კგ-მდე სხვადასხვა სახეობის თევზი. მარნეულის მუნიციპალიტეტში, მდინარე ებედაზე, მოქალაქე თევზჭერას ანკესზე დამაგრებული სახლართი ბადით ახორციელებდა. 3 სამართალდარღვევა კი გამოვლინდა ქალაქ რუსთავში. მოქალაქეები, თევზჭერას აკრძალული ადგილიდან. ე.წ. დამბის ხიდიდან ახდენდნენ. 2 სამართალდამრღვევს 5 ერთეული სახლართი ბადის გამოყენებით, უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 1,6 კგ თევზი.



უკანონო თევჭერის 3 ფაქტია გამოვლენილი დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ: ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, შაორის წყალსაცავზე, 2 მოქალაქე ანკესზე გამობმული სახლართი ბადეების, ე.წ. პარაშუტების გამოყენებით ახდენდნენ თევზჭერას; ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მდინარე საძალისხევზე, მოქალაქე თევზჭერას ელექტროშოკური აპარატით ახორციელებდა. მას უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 5 კგ. თევზი. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის მიმართულებით პრევენციული ღონისძიებებიც გაატარეს. შაორის წყალსაცავზე გამოვლენილია უმეთვალყურეოდ მიტოვებული 2 ერთეული, დაახლოებით 300 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე, რომლებიც ჩაგებული იყო ტივტივანიშნულების გარეშე; ტყიბულის მუნიციპალიტეტში, საწირის ტბიდან კი, ამოღებულია 13 ერთეული, დაახლოებით 2500 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე.


3 სამართალდარღვევა გამოავლინეს კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა: ბრაკონიერები, უკანონო თევზჭერისას, ელექტროშოკურ აპარატებს, დენის წყარო - აკუმულატორებს, ჩოგანბადეებსა და მოსასმელ ბადეს იყენებდნენ თელავის, საგარეჯოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, მდინარეებზე - ალაზანზე, იორსა და ბურსაზე. საგარეჯოში, სამართალდამრღვევებს სხვადახვა სახეობის ნახევარ კილოგრამამდე თევზიც ჰქონდათ მოპოვებული.


3 სამართალდარღვევა გამოავლინეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმაც. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჯუმზე, მოქალაქეს სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით, უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული ტობის სახეობის 700 გრ. თევზი. ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე მუნჩიაზე, მოქალაქე სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით ახდენდა თევზჭერას. მარტვილის მუნიციპალიტეტში, მდინარეებზე - აბაშასა და ცივზე კი, მოქალაქეებმა ანკესზე დამაგრებული სახლართი ბადისა და ელექტროშოკური აპარატის, ე.წ. პილგანის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს, სხვადასხვა სახეობის, ჯამში 6 კილოგრამამდე თევზი.

3 სამართალდარღვევა გამოავლინეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა. ადიგენის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქვაბლოვანზე, მოქალაქეები ელექტროშოკური აპარატის, აკუმულატორის, ჩოგანბადისა და სახლართი ბადის გამოყენებითბ ახდენდნენ თევზჭერას.


2 სამართალდარღვევა გამოავლინეს აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა: ხაშურსა და მცხეთაში, მდინარე მტკვარზე, ბრაკონიერები თევზჭერისას უკანონო საშუალებებს - ელექროშოკურ აპარატსა და გასაბერ ნავს, ასევე სახლართი ტიპის ბადეს იყენებდნენ. მათ მოპოვებული ჰქონდათ სხვადასხვა სახეობის, ჯამში 8 კგ. თევზი.

1 სამართალდარღვევა გამოავლინეს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც მოქალაქე აკრძალული მეთოდით - ე.წ. გოდორით ახდენდა თევზჭერას. თბილისის ზღვაზე გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად კი, ამოღებულია დაახლოებით 50 მეტრი სიგრძის სახლართი ბადე და 1 ერთეუული ე.წ. გოდორი. აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, ჟინვალის წყალსაცავზე გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, დაახლოებით 900 მეტრი სიგრძის სახლართი ბადე და 1 ერთეული ე.წ. გოდორიცაა ამოღებული.


თევზჭერის საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემგდომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.


"ალტ-ინფოს პარტია უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე მისი შემოსავალია" - ფლანგვის დეტექტორი
25 / ივნისი 2022
"ალტ-ინფოს პარტია უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე მისი შემოსავალია" - ფლანგვის დეტექტორი
გიორგი ქარდავა, რომელიც ადრე გენერალური მდივნის პოზიციას იკავებდა, ამჯერად პარტიის თავჯდომარე გახდა, ხოლო მისი ადგილი შოთა მარტინენკომ დაიკავა.გიორგი ქარდავა, რომელიც ადრე გენერალური მდივნის პოზიციას იკავებდა, ამჯერად პარტიის თავჯდომარე გახდა, ხოლო მისი ადგილი შოთა მარტინენკომ დაიკავა."ალტ-ინფოს პარტია უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე მისი შემოსავალია და ბრუნვის გარდა, პარტია არაფულად შემოწირულობასაც მალავს" - აღნიშნულ ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი აქვეყნებს.
ბორჯომელმა პედაგოგმა რეგიონულ კონფერენციაში გაიმარჯვა
24 / ივნისი 2022
ბორჯომელმა პედაგოგმა რეგიონულ კონფერენციაში გაიმარჯვა
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,
რა საჭიროებები აქვთ ქალებს, ახალგაზრდებს და ეროვნულ უმცირესობებს ბორჯომში - SJMC-ის კვლევა
24 / ივნისი 2022
რა საჭიროებები აქვთ ქალებს, ახალგაზრდებს და ეროვნულ უმცირესობებს ბორჯომში - SJMC-ის კვლევა
რა გამოწვევები აქვთ ბორჯომში მცხოვრებ ქალებს, ახალგაზრდებს და მაღალმთიან ზონაში მცხოვრებ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს,
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.