საზოგადოება
"ალტ-ინფოს პარტია უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე მისი შემოსავალია" - ფლანგვის დეტექტორი
გიორგი ქარდავა, რომელიც ადრე გენერალური მდივნის პოზიციას იკავებდა, ამჯერად პარტიის თავჯდომარე გახდა, ხოლო მისი ადგილი შოთა მარტინენკომ დაიკავა.გიორგი ქარდავა, რომელიც ადრე გენერალური მდივნის პოზიციას იკავებდა, ამჯერად პარტიის თავჯდომარე გახდა, ხოლო მისი ადგილი შოთა მარტინენკომ დაიკავა."ალტ-ინფოს პარტია უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე მისი შემოსავალია და ბრუნვის გარდა, პარტია არაფულად შემოწირულობასაც მალავს" - აღნიშნულ ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, ამ დროისათვის კონსერვატიულ პარტიას, რომელიც ანტიდასავლური და პრორუსული პროპაგანდის გამავრცელებელია, თანხა 210 პირმა შეწირა. ფულადი შემოწირულობის ჯამური ოდენობა კი 209,169 ლარს შეადგენს.


როგორ ფარავს ხარჯებს კონსერვატიული მოძრაობა?


"პოლიტიკური პარტია “კონსერვატიული მოძრაობა” 2021 წლის 7 დეკემბერს ალტ-ინფომ დაარსა. არ არის გასაკვირი, რომ ახალი პოლიტიკური გაერთიანება ალტ-ინფოს რიტორიკის გამგრძელებელია და ამჯერად უკვე რეგიონებში აგრძელებს ანტიდასავლური და პრორუსული პროპაგანდის გარცელებას.

კონსერვატიულმა მოძრაობა/ ალტ-ინფო რეგიონალურ ოფისებს გახსნით არის დაკავებული და ამ დროისათვის 64 ოფისი აქვს გახსნილი.

კონსერვატიული მოძრაობა/ ალტ-ინფოს შემოსავლებსა და ხარჯებს შორის დიდ სხვაობაზე, ფლანგვის დეტექტორის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გვქონდა საუბარი. საინტერესოა, რომ რიცხვები არც ამჯერად შეცვლილა.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით კონ. მოძრაობას არ აქვს ამ დროისათვის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, თუმცა როგორც ადგილობრივები აცხადებენ საოფისე ფართის ხარჯი რეგიონებში საშუალოდ 1000-1500 ლარია, ამ თანხას ასევე ემატება იქ დასაქმებული ოფისის ხელმძღვანელების ხარჯიც (დაახ. >500).

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში პარტიის შემომწირველთა ოდენობა გაიზარდა, შემოწირულობებიდან მიღებული თანხა კვლავ არასაკამარისია კონსერვატიული პარტიის ხარჯების დასაფარად.

ამ დროისათვის კონსერვატიულ პარტიას თანხა 210 პირმა შეწირა. ფულადი შემოწირულობის ჯამური ოდენობა კი 209,169 ლარს შეადგენს.

აქედან გამომდინარე კვლავ უცნობია, რა თანხით ახერხებს კონსერვატიული პარტია/ ალტ-ინფო რეგიონების ოფისების გახსნასა და ფუნქციონირებას.

თუ ვივარაუდებთ, რომ პარტიის თანხის მობილიზება ხდება კონსტანტინე მორგოშიას დახმარებით, ამ ფაქტს ისევ კითხვის ნიშნამდე მივყავართ, რადგად არც კონსტანტინე მორგოშიას და არც ციალა მორგოშიას ქონება არ არის საკმარისი პარტიის დასაფინანსებლად.

აღსანიშნავია ისიც, რომ პარტიის “საეჭვო” შემოსავლებმა აუდიტის სამსახურსაც გაუჩინა კითხევები პარტიის დაფინანსების წარმომავლობაზე.

აუდიტის მიმართვის საფუძველზე, სასამართლომ პარტია „ალტ-ინფო“ 218,000 ლარით
დააჯარიმა.


აუდიტის სამსახური ალტ-ინფოს 2021 წლის დეკლარაციის არასწორად წარდგენასა და არაფულადი შეწირულებების დამალვას ედავებოდა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის დეკლარაციაში პარტია აღნიშნავდა, რომ დეკემბრის თვეში მათ ფინანსური ბრუნვა არ ჰქონიათ. პარტიამ ასევე დამალა არაფულადი შემოწირულობა, როგორც უწყებაში განმარტავენ, დეკლარაციაში არ იყო ასახული საოფისე თუ სხვა ინვენტარული მომსახურება.

აუდიტის სამსახურის გაანგარიშებით, პარტიის მიერ ჯამში არადეკლარირებულმა ხარჯმა 72 ათასი ლარი შეადგინა.

ამასთანავე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კოკა მორგოშიამ განაცხადა: “ჩვენ შემომწირველები გვყავს და არ გაგვიჭირდება, არც ამ ჯარიმასთან დაკავშირებით გვექნება პრობლემა, თუმცა გავასაჩივრებთ მაინც და თუ მაინც მიიღებენ ვერდიქტს, დავემორჩილებით კანონს. თუ საბოლოო ვერდიქტი იქნება, ვაპირებ, გადავიხადო”.





 

ცვლილებები კონსკერვატიულ პარტია/ ალტ-ინფოში


ხოლო რაც შეეხება, პარტიის საქმიანობას, საინტერესოა რომ  ალტ-ინფოს მსგავსად, ცვლილებები კონსერვატიული პარტიის მმართველ გუნდსაც შეეხო.

ცვლილებებზე მოთხოვნა ამ შემთხვევაშიც 28 მარტს გააკეთეს. გიორგი ქარდავა, რომელიც ადრე გენერალური მდივნის პოზიციას იკავებდა, ამჯერად პარტიის თავჯდომარე გახდა, ხოლო მისი ადგილი შოთა მარტინენკომ დაიკავა. ყოფილი გენერალურ მდივანი, ზურაბ მახარაძე, ამონაწერში აღარ გვხდება.

პარტიამ ასევე მოითხოვა სახელწოდების ცვლილებაც და ძველ სახელწოდებას  ალტ-ინფოც დაამატეს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ პარტიის ვებ-გვერდის პროგრამული უზრუნველყოფა რუსეთიდან ხდება, კონსერვატიულმა მოძრაობა/ ალტ-ინფომ გვერდის ჰოსტინგი შეცვალა.

რამ განაპირობა აღნიშული ცვლილები ამ დროისთვის უცნობია და ალბათ სამომავლოდ ცხადი გახდება.

საზოგადოებისთვის ბუნდოვანია  ალტ-ინფოს შემოსავლის წარმომავლობა, რასაც სახელმწიფო აუდიტის მიერ ალტ-ინფოს დაჯარიმებაც მოწმობს. კონსერვატიული პარტიის შემომწირველთა თანხა არ არის საკმარისი მათ მიერ გაწეული ხარჯების დასაფარად, შესაბამისად, კვლავ უცნობი რჩება როგორ და ვისი დახმარებით ახერხებეს ორგანიზაცია ათასობით ლარის მობილიზებას" - ნათქვამია ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.