ახალი ამბები
საპატრულო პოლიციის აღჭურვილობას სიჩქარის მზომი ხელის რადარები დაემატება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიურომ (INL) სიჩქარის მზომი 9 რადარი საჩუქრად გადასცა.

ახალი რადარების ეფექტიანი გამოყენების მიზნით, ამერიკელმა ინსტრუქტორებმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 18 თანამშრომელს 4-დღიანი ტრენინგი ჩაუტარეს. სწავლება პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს მოიცავდა.

„მიმდინარე წლის დეკემბრიდან, გადამზადებული პატრულ-ინსპექტორები ხელის რადარებს პირველად მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, დარიალის ხეობაში, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის, კობი-გუდაურის მონაკვეთზე გამოიყენებენ.საპატრულო პოლიცია ხელის რადარებს საავტომობილო გზის იმ მონაკვეთებში დანერგავს, სადაც „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების დაფარვის არეალი არ ვრცელდება და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი მაღალია.სიჩქარის მზომი ხელის რადარების დანერგვის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდა“ - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
FaceBook Twitter
05 / მარტი 2019
თუ გაინტერესებთ რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომის კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს გადადით ბმულზე და შეავსეთ ტესტი.
ამინდი
ბორჯომი 11 - 21 °C
img
ახალციხე 9 - 20 °C
img
თბილისი 14 - 24 °C
img
ასპინძა 9 - 21 °C
img
ახალქალაქი 7 - 16 °C
img
გამოკითხვა
უნდა იყოს თუ არა საატესტატო გამოცდები სკოლაში?
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0630
GBP
GBP
1
3.4979
TRY
TRY
1
0.4525
USD
USD
1
2.7424
«« მაისი 2019 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.