დღეს სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი, მუშაობას დროებით წყვეტს
თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტში მიმდინარე
სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, საბაჟო გამშვები პუნქტი
"სარფი" დროებით ფუნქციონირებას შეწყვეტს.
"შესაბამისად, აღნიშნული დროის განმავლობაში თურქეთ-საქართველოს შორის
მგზავრთა, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლა, სარფის
საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაცია
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თურქეთის რესპუბლიკის
საკონსულომ მიაწოდა" – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს დაინტერესებულ
პირებს 22 მარტს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, თურქეთის
რესპუბლიკაში გასამგზავრებლად ისარგებლონ საბაჟო გამშვები პუნქტების
"ვალესა" და "კარწახის" მომსახურებით.