ახალი ამბები
"მაგთიკომი" მობილურ ინტერნეტპაკეტებს ინდივიდუალური აბონენტებისთვის აღარ გააძვირებს
კომპანია "მაგთიკომი" მობილურ ინტერნეტპაკეტს არ გააძვირებს. ამის შესახებ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მარეგულირებელი კომისიის განმარტებით, ეს ეხება ინდივიდუალურ აბონენტებს, რომლებიც ბაზრის 90 %-ზე მეტს შეადგენენ და არა კორპორატიულ კლიენტებს.

საუბარია, კომპანიის მიერ მიმდინარე წლის იანვარში გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, 18 იანვრიდან "მაგთი" მობილური ინტერნეტპაკეტების ტარიფების ცვლილებას გეგმავდა.

კერძოდ, 500 მეგაბაიტის ღირებულება 2 ლარით უნდა გაზრდილიყო და 5 ლარი უნდა გამხდარიყო, 1 000 მეგაბაიტის ფასი 5 ლარის ნაცვლად 7 ლარი იქნებოდა; 5 ლარით ძვირდებოდა 2 000
მეგაბაიტი და 18 იანვრიდან 12 ლარი უნდა გამხდარიყო; 4 000 მეგაბაიტი 10-დან 14 ლარამდე ძვირდებოდა; 3 ლარით უნდა მოემატებინა და 18 ლარი გამხდარიყო 6 000 მეგაბაიტის ფასი; თვეში 15 000 მეგაბაიტის ფასი კი 30 ლარის ნაცვლად 35 ლარი უნდა ყოფილიყო.

კომპანიის ამ გადაწყვეტილებას მაშინვე გამოეხმაურა კომუნიკაციების ეროვნული კომისია და აღნიშნა, რომ ტარიფის გაძვირება საბაზრო კანონზომიერების ფარგლებს სცილდება. ამასთან, საკითხით დაინტერესდა ეკონომიკის სამინისტროც. შედეგად, კი კომპანია "მაგთიმ" ტარიფების გაზრდა დროებით შეაჩერა. როგორც კომპანიის მიერ მაშინ გავრცელებულ ინფორმაციაში იყო აღნიშნული, "მაგთიკომმა" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილობითი თხოვნა გაითვალისწინა და ტარიფების ცვლილების ამოქმედება დროებით 1 მარტამდე შეაჩერა.დღეს კი, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კომპანია მობილური ინტერნეტპაკეტების ტარიფებს არ გაზრდის.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.