საზოგადოება
ასპინძაში, სოფელ საროში დარბაზის ტიპის სახლების რეაბილიტაცია იწყება
სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროს დარბაზის ტიპის სახლების რეაბილიტაციაზე 2 მლნ 300 ათასი ლარი დაიხარჯება.

როგორც "მთის ამბებს" მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში დარბაზის ტიპის სახლების რეაბილიტაციასთან ერთად დაგეგმილია ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაც.

სარეაბილიტაციის სამუშაოები 2017 წლის სექტემბერში დაიწყება და 2019 წლის სექტემბერში დამთავრდება.

სარო სამხრეთ საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ხიზაბავრის თემში, ზღვის დონიდან 1480 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ის ისტორიული საზღვარია სამცხესა და ჯავახეთს შორის.

საროს ისტორია 3500 წელს ითვლის. საროს დარბაზის ტიპის სახლებს შორის ყველაზე გამორჩეული ასპანიძე-ფანასკერტელების დარბაზია. მესხურ დარბაზს არა აქვს დედაბოძი, ის 12 ბოძზეა განლაგებული. 12 ბოძით შეკრულია კუბი, კუბზე კი ზემოდან ხისგან გაკეთებული, წაკვეთილი პირამიდის ფორმის თაღია დაშენებული.

12 ბოძისგან შემდგარი ხის კუბი კედლებისგან დამოუკიდებელი კონსტრუქციაა, რაც შენობას სეისმური თვალსაზრისით ძალიან დაცულს ხდის: ხის საფეხურებიანი პირამიდა მიწისძვრის დროს ქუდის პრინციპით იშლებოდა და იქ მყოფ ადამიანსაც გადარჩენის დიდი შანსი ჰქონდა. მიწისქვეშა დარბაზისთვის სინათლის წყარო სახურავში დატანილი ერდოა. დარბაზს დამხმარე ნაგებობების მთელი კომპლექსია აქვს.

საროს დარბაზის ტიპის სახლების უმეტესობა დაზიანებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.