NDI და CRRC-საქართველო საზოგადოებრივი აზრის კვლევას ხვალ წარადგენს
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის განვითარების კურსთან,
საგარეო პოლიტიკასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ქალების
პოლიტიკურ ჩართულობასთან დაკავშირებული მიგნებები.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და – CRRC საქართველო მედიას
ხვალ, 16 იანვარს, 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული
საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ.
კვლევის პრეზენტაცია 10:30 საათზე, სასტუმრო "რუმს ჰოტელში"
გაიმართება.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის
პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის
საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო
განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს CRRC
საქართველო.