ახალი ამბები
ნიკა გვარამია "მთავარ არხში" მიმდინარე მოვლენებზე
პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს, რომელთან ერთადაც ფლობდა „მთავარი არხის“ წილს, ტელეარხისთვის პრობლემების შექმნას მის პოლიტიკაში წასვლას უკავშირებს.

მისი თქმით, ოქუაშვილის ცოლი - ნატო ჩხეიძე, რომელიც წლების განმავლობაში იყო პარლამენტის წევრი, მათი პარტიის საპარლამენტო სიაში რამდენიმე ადამიანის ჩაწერას ითხოვდა.



გვარამიას მონაყოლის მიხედვით:

„მთავარი არხის“ დირექტორის თანამდებობიდან ნიკა გვარამიას ნაცვლად გიორგი გაბუნიას დანიშვნას ზაზა ოქუაშვილი მის მიერ წარდგენილი კანდიდატის თანადირექტორად დანიშვნის სანაცვლოდ დათანხმდა. გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო თანადირექტორების თანხმობა;
მოითხოვდნენ არხს ყოველთვიურად 15 000 ლარი გადაეხადა ნატო ჩხეიძისთვის;

ნატო ჩხეიძე მოითხოვდა „კოალიცია ცვლილებების“ საპარლამენტო სიაში სამი ადამიანის ჩასმას;

სიაში ჩასმაზე უარის მიღების შემდეგ „გოგი ყველაფერს აპრობლემებდა“.

„ამ წუთას ეს შანტაჟისტი გოგი, ცხადია ოქუაშვილის მითითებით და უკვე სრულიად დარწმუნებული ვარ ივანიშვილთან გარიგებით, არხს ფაქტობრივად ხურავს. საკმარისი ფული ანგარიშზე გაყიდვების სახლს აქვს (სარეკლამო შემოსავლებიდან) და გოგის ხელმოწერაზე უარის გამო, ასევე ბანკებში შეტანილი წერილების და პროკურატურაში შეტანილი საჩივრების გამო, ფულს ვერ ურიგებენ თანამშრომლებს და ვერც სხვა ხარჯებს წევენ, მათ შორის, კომუნალურ და ტვ-ს ფუნქციონირებისთვის

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ხარჯებს, რის გარეშეც ეთერის ტრანსლირებაც კი შეუძლებელი იქნება. ცხადია, რომ ეს ივანიშვილის თამაშის მოთამაშე ხალხი (სხვას ამ ქვეყანაში არავის აწყობს მთავარი არხის დახურვა) ყველაფერზე წამსვლელია. ფაქტია, ერთი ხელმოწერის გარდა, მისგან არაფერია საჭირო: არც ფული, არც რაიმე სხვა. მხოლოდ ხელმოწერა კანონიერი შემოსავლის კანონიერად განსაკარგად“, - წერია „ფეისბუკში“ ნიკა გვარამიას ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფომრაციაში.



გუშინ, 11 დეკემბერს, 21:00 საათზე „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ ბრიფინგი გამართა, სადაც ისაუბრა ტელეარხის თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მხრიდან შექმნილ პრობლემებზე.

„ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება - ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა დახუროს „მთავარი არხი“. ეს ძალიან მტკივნეულია და ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ მისი დანიშნული დირექტორის და მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის, გოგი ქურდაძის ხელით“, - თქვა გიორგი გაბუნიამ ბრიფინგზე.

საპასუხოდ ზაზა ოქუაშვილმა ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია არხის „გაძარცვაში“ დაადანაშაულა.

„მთავარ არხთან დაკავშირებული პრობლემური საკითხი, რომელიც ნიკა გვარამიამ და გიორგი გაბუნიამ ასე მოულოდნელად გამოიტანეს დღეს საჯაროდ, არ ემსახურება არხის ინტერესებს და მის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. არხთან დაკავშირებით არავითარი ხელშემშლელი ან მიმდინარე პერიოდში რაიმე ნაბიჯი ჩემი, როგორც პარტნიორის მხრიდან არ გადადგმულა, ხოლო პრეტენზიები, რომლებიც არსებობს არხის მენეჯმენტის მიმართ რამდენიმე თვეა იგივეა“, - წერია ოქუაშვილის განცხადებაში.

ტელეკომპანია „მთავარი არხი“ 2019 წლის 9 სექტემბრიდან მაუწყებლობს. ის ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა.

2020 წლის მაისში „მთავარი არხის" მფლობელებმა ნიკა გვარამიამ და კახაბერ ანჯაფარიძემ წილის 40% მისცეს ზაზა ოქუაშვილის მიერ დაფუძნებულ კომპანიებს.

2024 წლის თებერვალში გვარამიამ 12%-იანი წილი თავის ცოლს გადასცა და არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. გენერალური დირექტორი გახდა გიორგი გაბუნია.

2024 წლის მარტში ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან ერთად შექმნა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი“.


წყარო: რადიო თავისუფლება
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.