ახალი ამბები
მაღალმთიანი დასახლებებისთვის 20 მლნ ლარია გათვალისწინებული
მაღალმთიანი დასახლებებისთვის ჯამურად, 20 მლნ ლარია გათვალისწინებული. ამის შესახებ მთავრობის „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ განკარგულებაშია საუბარი.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს, სოფლის განვითარების სააგენტოსთვის არაუმეტეს 4 მლნ ლარის გამოყოფა, საიდანაც: 1 500 000 ლარი მიმართული იქნება „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ქვეპროგრამის „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის“ განსახორციელებლად; 2 500 000 ლარი მიმართული იქნება „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ქვეპროგრამის – „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის“ განსახორციელებლად;

განკარგულების მიხედვით, არაუმეტეს 16 000 000 ლარი უნდა მიიმართოს - „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების“ შესაბამისად.“
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.