თბილისში მორიგი აქცია-მსვლელობა ტარდება
თბილისში მორიგი აქცია-მსვლელობა
ტარდება - თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა
გადაიკება.
დღევანდელი აქციის ორგანიზატორია ჯგუფი „დაიტოვე“, რომელიც ფეისბუკზე
შეიქმნა „აგენტების კანონის“ მიღების პერიოდში, მოხალისეთა მიერ, რათა
დედაქალაქში მიმდინარე აქციებზე დასწრება რეგიონებში მცხოვრებ
მოქალაქეებსაც შესძლებოდათ.
აქციის მონაწილეები, ოპოზიციური პარტიებისა და პრეზიდენტის მსგავსად,
მიიჩნევენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
ისინი საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც.
მსვლელობა 19:20 საათზე დაიწყო თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის
ხიდის მიმართულებით.