ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია
"საავტომობილო გზების
დეპარტამენტი"-ს ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების
შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის
საავტომობილო გზის 97-ე კმ-ზე (სოფ. ბოძაური) ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, გუშინ, ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 97-ე
კმ-ზე (სოფ. ბოძაური) უამინდობის შედეგად, ჩამოვიდა მიწის მასა, რის
გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეზღუდული იყო ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა.