„უკრაინა ნატოს 33-ე ან 34-ე წევრი გახდება“ - მარკ რიუტე
„უკრაინა ნატოს 33-ე ან 34-ე წევრი
გახდება“ - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივნმა მარკ რიუტემ დღეს, 17
ოქტომბერს ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე.
„ამ მომენტში, როგორც ჩანს, უკრაინა 33-ე წევრი იქნება”, - თქვა
რიუტემ, მაგრამ აღნიშნა, რომ თეორიულად მას სხვა ქვეყანამ შეიძლება
გაუსწროს. ოფიციალურად, ნატოში გაწევრიანების კანდიდატია ბოსნია და
ჰერცეგოვინა.
კონკრეტული თარიღების დაზუსტების გარეშე, ალიანსის წევრობის პირობა
მიღებული აქვთ უკრაინას და საქართველოს.
„კონკრეტულ შეკითხვას, „როდის?“, მე ვერ ვუპასუხებ ახლა, ამ
მომენტში“, - დასძინა რიუტემ და აღნიშნა, რომ მოკავშირეები ახლა
მუშაობენ უკრაინის ნატოში გაწევრიანებისკენ „ხიდის“ აშენებაზე.
რიუტე ბრიუსელში 17 ოქტომბერს შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ
ზელენსკის. თვის დასაწყისიდან, ეს მათი მესამე შეხვედრა
იქნება.