ქართველი ემიგრანტების არჩევნებში
მონაწილეობის წინაპირობებია:
საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა და საზღვარგარეთ
რეგისტრაცია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
იმ შემთხვევაში თუ პირმა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა ან
საზღვარგარეთ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაცია ვერ
მოასწრო , საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბანში შესაძლებელია
რეგისტრაციის გავლა , არაუგვიანეს კენჭისყრის დღემდეგ 19-ე დღისა - 7
ოქტომბერი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემების
საფუძველზე ქმნის საზღვარგარეთის უბნებს.
(საგარეოს მიერ ცესკოსთვის სიის მიწოდება მაღალი ალბათობით - 23
სექტემბრის კვირაში, 26 სექტემბრამდე მოხდება). ამ
სიაში მოხვდება მხოლოს ის ამომრჩეველი, ვისაც ამ მომენტისთვის უკვე
გავლილი აქვს საკონსულო აღრიცხვა /რეგისტრირებულია საზღვარგარეთ. ამ
სიის მიხედვითვე აითვლება საზღვარგარეთ გახსნილი უბნების
რაოდენობაც.(50-3000მდე რეგისტრირებულ ამომრჩეველზე თითო უბანი).
ამომრჩევლები , რომლებიც არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე
და არ არიან რეგისტრირებული საზღვარგარეთ , რეგისტრაციას გაივლიან
სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ
საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულო
დაწესებულებაში (ბოლო ვადა 7 ოქტომბრის ჩათვლით).
ანუ:
✔ ცესკო სხვა სახელმწიფოში
საარჩევნო უბნებს ქმნის არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა
(26 სექტემბერი ) საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე.
✔ საზღვარგარეთ საარჩევნო
უბანი იქმნება არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3000
ამომრჩევლისთვის.
✔ საარჩევნო უბნები იქმნება
საქართველოს საკონსულოებისა და საელჩოების
ტერიტორიაზე.
✔ საზღვარგარეთ გახსნილ
თითოეულ უბანზე 3 000-ზე მეტი ამომრჩევლის რეგისტრაციის
შემთხვევაში, იმავე საკონსულოს ან საელჩოს ტერიტორიაზე ცესკო
ვალდებულია გახსნას დამატებითი უბანი.
საკონსულო აღრიცხვა-რეგისტრაცია
არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 19-ე
დღისა - 7 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაციის გავლა
შესაძლებელია:
✔ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში
✔ საკონსულო დაწესებულებაში.
ასევე, საარჩევნო უბნის შექმნის შემდეგ (26 სექტემბერი ), შესაბამის
სახელმწიფოში შექმნილ: საუბნო საარჩევნო კომისიაში არჩევნების დღემდე
არაუგვიანეს 19-ე დღისა -7 ოქტომბრის ჩათვლით (26-სექტ -7 ოქტ).
• ამომრჩეველი თავისუფლდება საკონსულო აღრიცხვისთვის დაწესებული
საკონსულო მოსაკრებლის გადახდისგან;
• საარჩევნო უბანზე მისვლისას ხმის მიცემისთვის აუცილებელია
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი.
საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა
საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა
შესაძლებელია ონლაინ ფორმატში:
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე - https://www.geoconsul.gov.ge/consular-registration
2. წინასწარ დანიშნულ დროს საელჩოში/საკონსულოში პირადი
გამოცხადებით
3. საფოსტო გზავნილის მეშვეობით.
ქართველი ემიგრანტების ონლაინპორტალზე - https://taobebi.com/ განყოფილება -
https://taobebi.com/consulate-register
[ალტერნატიული , მარტივი რეგისტრაციის საშუალება]
ამერიკის შემთხვევაში
ნომერზე +1 212-812-2224
გერმანია: +49 1737376648
ბელგია: +32 489 52 85 85
საფრანგეთი : +33 619216633
საკონსულო რესგიტრაციაზე დადგომისთვის
საჭირო დოკუმენტები:
•
ანკეტა - https://shorturl.at/ThiIV
• ნებისმიერი სახის მტკიცებულება,
რომ განმცხადებელი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში
მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი;
• წარმომადგენლის მეშვეობით
საკონსულო აღრიცხვის მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებით
საჭიროა:
• რწმუნებულების დამადასტურებელი
დოკუმენტი და მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტი.
• სასურველია, მაგრამ
არასავალდებულო: პირის ფოტოსურათი და უცხო ქვეყანაში ყოფნის
დამადასტურებელი დოკუმენტი.
• განსხვავებული პროცედურები
მოქმედებს ვებგვერდის მეშვეობით საკონსულო აღრიცხვის მოთხოვნის
წარდგენის შემთხვევაში სავალდებულოა ფოტოსურათი .
მომსახურების გაწევაზე უარი შეიძლება ითქვას ,
თუ:
•
მომსახურების მიმღები პირის მუდმივი
ან დროებითი საცხოვრებელი ადგილი არ არის საკონსულოს სამოქმედო
არეალი;
• მოთხოვნა არ არის გაკეთებული
მომსახურების მიღების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ;
• შეუძლებელია წარდგენილ პერსონალურ
მონაცემთა იდენტიფიცირება;
• ვერ დგინდება განმცხადებლის უცხო
ქვეყანაში ყოფნის ფაქტი;
საკონსულო რესგიტრაციის დროს
ანკეტისშევსებისას გაითვალისწინეთ:
სელფის გადაღების მომენტში მობილური
ტელეფონი უნდა იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში;
საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნა.
საკონსულო აღრიცხვიდან შესაძლებელია
პირი მოიხსნას რამდენიმე მიზეზის გამო:
• მოქალაქეობის შეწყვეტა;
• საკონსულო აღრიცხვის ქვეყნის შეცვლა;
• ყალბი დოკუმენტების წარდგენა;
• პირადი განცხადება, გარდაცვალება;
• სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება;
• პირი, რომელსაც გაუუქმდა პირადი ნომერი;
• პირი, რომელიც შემოვიდა საქართველოში და 6 თვის განმავლობაში არ
დაუტოვებია ქვეყანა;
• პირი, რომელსაც ბოლო 10 წლის განმავლობაში არ მიუმართავს
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და/ან
საკონსულო დაწესებულებებისათვის საკონსულო აღრიცხვის მონაცემთა
განახლების ან სხვა მომსახურების გაწევის მიზნით, აგრეთვე თუ ბოლო 10
წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზის
მიხედვით, არ უფიქსირდება საქართველოს საზღვრის გადაკვეთა;
✔ იმყოფებით თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე? ამ მონაცემების გადმოწმება
შესაძლებელია - https://www.geoconsul.gov.ge/electronic-register/el-registry
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განმარტება:
„საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ იწვევს რაიმე სამართლებრივ
შედეგს , ან თქვენი მხრიდან ვალდებულებას და ემსახურება მხოლოდ
საკონსულო სამსახურის მიერ თქვენი უფლებების ეფექტურად დაცვის მიზანს,
მაგალითად, უცხო ქვეყანაში შექმნილი საომარი თუ საგანგებო სიტუაციის
შემთხვევაში - თქვენი ადგილსამყოფელის დროულად დადგენას და საკონსულო
დახმარების ეფექტურად გაწევას. თქვენი საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის
დროს
შესაძლოა დაფიქსირდეს ინფორმაცია თქვენი უცხო ქვეყნის მოქალაქე ოჯახის
წევრების შესახებ.”
✔ საზღვარგარეთ არჩევნებში რეგისტრაცია მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის
ხდება და ის ამა თუ იმ ქვეყანაში, ამა თუ იმ პირის სამართლებრივ
მდგომარეობაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.
✔ საქართველოს საკონსულოში დარეგისტრირება საზღვარგარეთ არალეგალურად
მყოფ მოქალაქეებს საფრთხეს არ შეუქმნის.
✔ ნებისმიერ არალეგალურად მყოფ ადამიანს შეუძლია მშვიდად ისარგებლოს
ხმის მიცემის უფლებით.
ინფორმაციის სანდოობა დადასტურებულია ფაქტების შემოწმების
საერთაშორისო სტანდარტით.