ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა, ქარი-საქართველოში ამინდი უარესდება
23 - 25 სექტემბერს საქართველოს
უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია
ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი
შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა
მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს-
ინფორმაციას, ""გარემოს ეროვნული სააგენტო" ავრცელებს.