აგვისტოში, საარსებო შემწეობა 244 699 ბავშვმა მიიღო
საქართველოში საარსებო შემწეობის
მიმღებ პირთა რაოდენობა გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს
ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ
მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე
ასაკის ბავშვი 244 699-ია.
სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოს თვის მონაცემებით, საზოგადოებრივი
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულია 226 721
ადამიანი.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვრის თვეში, საარსებო შემწეობა 439
394-მა პირმა მიიღო, შესაბამისად, ამ პერიოდიდან, ფულადი დახმარების
მიმღებ სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 14 718-ით გაიზარდა.
ამასთან, იანვრის თვის მონაცემებით, სოციალური შემწეობა 16 წლამდე
ასაკის 231 208 ბავშვმა მიიღო.