საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ალბანეთს დაუპირისპირდება
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო
ნაკრები დღეს, „ერთა ლიგის“ მეორე ტურში ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებს
დაუპირისპირდება.
მატჩი ტირანაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
პირველი ტურის შემდეგ ჯგუფში 3-3 ქულით საქართველოსა და ალბანეთის
საფეხბურთო ნაკრებები ლიდერობენ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩეხეთის
საფეხბურთო ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის
გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენება თბილისში, პირველი რესპუბლიკის
მოედანზე გაიმართება.