საზოგადოება
ისრაელმა ლიბანის ტერიტორიაზე იერიში მიიტანა
ისრაელის არმიამ (ცაჰალი) განაცხადა, რომ იერიში მიიტანა ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე. სამხედროები ამტკიცებენ, რომ „ჰეზბოლა“ ისრაელში რაკეტების გასაშვებად ემზადებოდა, მათი მოქმედება კი პრევენციულ ხასიათს ატარებს.

„თავდაცვის მიზნით, ამ საფრთხეების აღმოსაფხვრელად ცაჰალი ანადგურებს ტერორისტულ ობიექტებს, საიდანაც „ჰეზბოლა“ გეგმავდა თავდასხმების განხორციელებას ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, - თქვა ისრაელის არმიის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ.

მას შემდეგ, რაც სამხედროებმა იერიში მიიტანეს ლიბანის ტერიტორიაზე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მომდევნო 48 საათის განმავლობაში. თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტმა შეწყვიტა ავიარეისების როგორც მიღება, ასევე გაშვება.

მოგვიანებით ცაჰალის სპიკერმა განაცხადა, რომ „ისრაელის საჰაერო ძალების ათობით თვითმფრინავს იერიში მიაქვს სამხრეთ ლიბანში მდებარე სხვადასხვა სამიზნეებზე “.

BBC-ის ცნობით, სასწრაფოდ შეიკრიბა ისრაელის უშიშროების კაბინეტი.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებიდან მალევე, „ჰეზბოლამაც“ განაცხადა, რომ დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა ისრაელზე დრონებისა და რაკეტების საშუალებით.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.