ქვეყანაში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 146 ბავშვია,
ბოლო 6 თვის მონაცემებით (იანვრიდან-ივნისამდე პერიოდი), საქართველოში
გასაშვილებელი სტატუსის მქონე 146 ბავშვია,
ხოლო მშვილებელ პირთა რაოდენობა კი, 1667-ს შეადგენს.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა
დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, 146 ბავშვიდან 116 განსაკუთრებული
საჭიროების მქონეა.
სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის 6 თვის მონაცემებით
(იანვრიდან-ივნისამდე პერიოდი) გაშვილებულ ბავშვთა რაოდენობა 8-ს
შეადგენს.
2024 წლის 6 თვის მონაცემების თანახმად, მინდობით აღზრდაში 1324
ბავშვი იმყოფება.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა
დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, 1324 ბავშვიდან 410 შშმ პირია.
ამასთან, სააგენტოს ცნობით, ნათესაურ მინდობით აღზრდაში 137 ბავშვი
იმყოფება, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში კი, 221 ბავშვი ირიცხება.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა
დახმარების სააგენტოს მონაცემების თანახმად, 451 ბავშვის რეინტეგრაცია
მოხდა.