„ხეებს ნომრავენ შორს და რთულია მოტანა“ - მოსახლეობა საშეშე მერქნის მოპოვების სირთულეებზე საუბრობს
12:46 / 11.08.2024
ბორჯომში მუნიციპალიტეტში მცხოვრები
მოსახლეობა საშეშე მერქანს უკვე იმარაგებს და ზამთრისთვის ემზადება.
ადგილობრივების ნაწილი კვლავ ღუმელით თბება, შესაბაისად ესაჭიროებათ
საკმარისი რაოდენობის მერქანი. სოფელ ტბაზე მცხოვრებლების თქმით,
შეშის დამზადება და შეძენა გაძვირდა. საუბრობენ ასევე იმ ბარიერებზე
რაც ამ პროცესს ახლავს თან.
მაღალმთიან ზონაში მცხოვრებ ოჯახს 15 კუბური მეტრი საშეშე მერქანი
ეკუთვნის. ბარში მცხოვრებ მოსახლეობაზე კი 7 კუბური მეტრია
გათვალისწინებული. მერქნის შესაძენად მოქალაქეს შეუძლია საქმიან
ეზოებს მიაკითხოს, ან მიმართოს მეტყევეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში სამი საქმიანი ეზოა, სოფელ სადგერთან,
ანდეზიტთან და დაბა წაღვერის მიმდებარედ. მოსახლეობას სუსხიანი და
მკაცრი ზამთრისთვის საშეშე მერქნის მოპოვება და მომარაგება წლის
ბოლომდე შეეძლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.