საზოგადოება
ბაკურიანში წრიულზე ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა
ილიარდ ლარს ხარჯავს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყანაში ტურისტული ლოკაციების განახლებაში. აღნიშნული ინიციატივა ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასულ წელს გააჟღერა.

პროგრამის ფარგლებში ბორჯომში, ბაკურიანში, ქუთაისში, წყალტუბოში, თელავში, ზუგდიდში, ბათუმში, მცხეთაში, სტეფანწმინდაში, მესტიისა და ყაზბეგში შენობებს, კულტურულ და ისტორიულ ობიექტებს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება, ასევე ახალი რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა, არსებული კი განახლდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე გიორგი ციბაძე აცხადებს, რომ 11-დან 10 ლოკაციაზე კონტრაქტები უკვე გაფორმებულია, დარჩენილია მხოლოდ ბაკურიანის განახლება პროექტი, რომელზეც 135 მილიონი ლარის ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

“ტურისტული კუთხით გვაქვს ძალიან საინტერესო პროექტები, სადაც 11 ლოკაცია შეირჩა. პრემიერ- მინისტრის ინიციატივით ხორციელდება ეს პროექტი. დაახლოებით 1 მილიარდი ლარი არის პროგრამის ღირებულება. 11 ყველაზე ტურისტულ მიმართულებას მოიცავს, საიდანაც 10 მიმართულება უკვე დაკონტრაქტებულია და აქტიური სამუშაოები ძირითადად ყველგან მიმდინარეობს, ხოლო ბაკურიანის წრიულზე ჩვენ ძალიან მალე გამოვაცხადებთ ტენდერს და ბაკურიანიც მნიშვნელოვნად გალამაზდება და მივიღებთ ბევრად უფრო მაღალი ხარისხის კურორტს ვიდრე დღეს გვაქვს.

ბაკურიანის ტენდერის ღირებულება იქნება 135 მილიონი ლარი, ეს იქნება წრიული მონაკვეთის რეაბილიტაცია, სადაც ახალი ობიექტები გაჩნდება. იქნება სავარაუდოდ მიწისქვეშა პარკინგიც. დეტალებზე ჯერ ბოლომდე ვერ ვისაუბრებ იმიტომ რომ ეს იქნება პროექტირების ნაწილი, რომელიც მომზადდება საერთაშორისო კომპანიების ჩართულობით.”-ამბობს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე გიორგი ციბაძე.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.