ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს ითვლიან
22 ივნისს მოსულმა სეტყვამ ლაგოდეხის
10-მდე სოფლის მოსახლეობა დააზარალა. სეტყვით დაზარალებულ სოფლებს
შორისაა, შრომა, კავშირი, მაწიმი, რაჭისუბანი და ნინიგორი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სეტყვამ ყურძნის, თხილის, სიმინდის და
ბოსტნეულის ნარგავების 80-90 პროცენტი გაანადგურა.
ფერმერები დილიდან მუშაობენ ვენახებში იმისთვის, რომ დარჩენილი
მოსავალი გადაარჩინონ. ისინი ამბობენ, რომ სეტყვის საწინააღმდეგო
სისტემამ არ იმუშავა.
დაზარალებულთა უმეტესობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა.
ლაგოდეხის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ინფრასტრუქტურული
ზიანი ჯერ არ დაფიქსირებულა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სეტყვამ კახეთის რეგიონი რამდენჯერმე
დააზარალა.