საზოგადოება
შსს-ჩვენი თანამშრომლები ევრო 2024-ის უსაფრთხოდ ჩატარებაში მიიღებენ მონაწილეობას
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ მისი თანამშრომლები UEFA-ს 2024 წლის ჩემპიონატის „უსაფრთხოდ ჩატარებაში მიიღებენ მონაწილეობას“.

ჩემპიონატი 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე იმართება გერმანიაში.

შსს 8 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ გერმანიაში ჩემპიონატზე მიწვეულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია.

უწყების ცნობითვე, შსს მიწვეულია „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ სამინისტროსა და ფედერალური პოლიციის ინიციატივით, დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების, ასევე, მასპინძელი ქვეყნის პოლიციის დანაყოფებისთვის ხელშეწყობის მიზნით“.

შსს აზუსტებს, რომ 8 ივნისს, ბამბერგის სასწავლო ცენტრში შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 10 თანამშრომელი გაემგზავრება, რომლებიც 10 ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით, სხვა ქვეყნების პოლიციის ოფიცრებთან ერთად გაივლიან ერთობლივ სასწავლო კურსს.

„კურსის დასრულების შემდეგ, ისინი გადანაწილდებიან აეროპორტებში, ასევე, რკინიგზის სადგურებში და გერმანული პოლიციის ოფიცრებს ქართველ გულშემატკივართან ეფექტურ კომუნიკაციასა და მართლწესრიგის დაცვაში დაეხმარებიან“, - აცხადებს სამინისტრო.

პრესცენტრის ცნობით, 10 ივნისს ფუნქციონირებას იწყებს ევროპის ჩემპიონატის დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილი საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც განთავსებული იქნება გერმანიის რესპუბლიკაში, ქალაქ ნოისში.

„ცენტრი, რომელიც შედგება ეროვნული ფეხბურთის 300-ზე მეტი საინფორმაციო ცენტრების მეკავშირე ოფიცრებისა და მობილურ ჯგუფებში განაწილებული ფეხბურთის სპოტერებისგან, ჩემპიონატის ფარგლებში ჩასატარებელ საფეხბურთო მატჩებზე საერთაშორისო საპოლიციო ინფორმაციის ოპერატიულ და უწყვეტ გაცვლას, რისკების შეფასებასა და ანალიზს უზრუნველყოფს. ასევე, განახორციელებს ღონისძიებების ჩატარების და გულშემატკივართა შეკრების ადგილებზე მობილიზებულ პოლიციის ოფიცრებთან კოორდინირებულ მუშაობას“, - აცხადებს შსს.

პოლიციის თანახმად, ამ თანამშრომლობის ცენტრში შსს-დან იქნებიან „სამინისტროს ადმინისტრაციის სპორტული და კულტურული ღონისძიებების უსაფრთხოების სამმართველოს ორი თანამშრომელი, ხოლო მობილურ ჯგუფად, სტადიონებსა და გულშემატკივართა შეკრების ადგილებში სამუშაოდ სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ორ-ორი წარმომადგენელი“.

„სამინისტროს დელეგაცია გერმანიის რესპუბლიკაში დარჩება და განახორციელებს საქმიანობას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების UEFA-ს 2024 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე ასპარეზობის პერიოდში“, - წერია განცხადებაში.

საქართველოს ნაკრებს ჩემპიონატზე, ჯგუფურ ეტაპზე, F ჯგუფში, სამი მატჩი აქვს გასამართი.

პირველი, როგორც უკვე ვთქვით, თურქეთთან, დორტმუნდში - 18 ივნისს;
მეორე - ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებთან, ქალაქ ჰამბურგში - 22 ივნისს;
მესამე - პორტუგალიის ნაკრებთან, ქალაქ გელზენკირხენში - 26 ივნისს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.