საზოგადოება
2025 წლის ბოლოსთვის საცხოვრებლით 60 000 დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება იგეგმება
„თუ 10 წლის წინ, საცხოვრებლით დაკმაყოფილებული მხოლოდ 18 000 დევნილი ოჯახი იყო, 2025 წლის ბოლოსთვის, საერთო ჯამში, 60 000 ოჯახი გვეყოლება დაკმაყოფილებული. ეს ძალიან დიდი მიღწევაა“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილმა იმ მასშტაბურ მშენებლობებზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოს 5 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბორჯომსა და რუსთავში მიმდინარეობს. პროექტის ბიუჯეტი, დაახლოებით, 900 მილიონი ლარია და 2025 წლის ბოლომდე, საცხოვრებელ ფართებს, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს. აქედან, 6 000 „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება, 7 000 ოჯახს კი ახლად აშენებული, ახალგარემონტებული ბინები გადაეცემა.

„მშენებლობები აქტიურად მიმდინარეობს. ვფიქრობ, მომდევნო წელს, ქუთაისსა და თბილისში, რამდენიმე ასეული ბინის გადაცემის შესაძლებლობა გვექნება. ჩვენი მიზანია, აფხაზეთში დაბრუნებამდე, დევნილ ოჯახებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.