იძულებით გადაადგილებულ 1 335 ოჯახს სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის
დევნილთა საკითხების შემსწავლელი
კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 1335 ოჯახს,
სააგენტო, სოფლად სახლს შეუსყიდის.
აღნიშნული ოჯახების სია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო
წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. იძულებით
გადაადგილებული ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, 6
თვის ვადაში თავად შეარჩევენ.
პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება და 2023
წელს, სააგენტომ სოფლად სახლი 1300-მდე დევნილ ოჯახს უკვე
შეუსყიდა.
2025 წლის ბოლომდე, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, ჯამში, 6000
დევნილი ოჯახი განსახლდება. შესყიდული სახლების უმეტესობას თან ახლავს
მიწის ნაკვეთები, რაც დევნილ ოჯახებს შესაძლებლობას აძლევს სოფლად
დაფუძნდნენ და შემოსავლის დამატებითი წყარო გაიჩინონ.