საზოგადოება
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში აზომილია 580 247 მიწის ნაკვეთი და საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 458 573-ზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის” ფარგლებში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შესახებ ისაუბრა.

„2022 წელს დაიწყო მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით და ამ რეფორმის ფარგლებში ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა თითოეული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ვინაობა - არის ეს მუნიციპალიტეტის საკუთრება თუ ფიზიკური პირის. ამ პროექტის ფარგლებში გასწორდება 15 წლის წინ განხორციელებული არასწორი რეგისტრაციები. როცა ჩვენმა ამზომველებმა დაიწყეს სამუშაოები ველზე, აღმოჩნდა იმაზე ბევრი, ვიდრე მოველოდით. პროექტი დასრულდება 2024 წლის ბოლოს. დღეისათვის აზომილია 580 247 მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 458 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე. დღეში საშუალოდ იზომება 2500-2700 მიწის ნაკვეთამდე. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

სისტემური რეგისტრაცია დაიწყო თბილისში და 2024 წელს დასრულდება. პროექტი განხორციელდება მერიის მიერ შემოთავაზებულ არეალებზე და სრულად ფინანსდება თბილისის მერიის მიერ. თბილისშიც 2024 წელს მიწის მესაკუთრეთა პრობლემები გადაწყდება“
- აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სისტემური რეგისტრაციის რეფორმას ახორციელებს, რომელიც 2024 წლის ბოლოს დასრულდება.

რეფორმის მიმდინარეობისას სააგენტოში შეიქმნა 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილი; აიზომა 580 247-ზე მეტი მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 458 573 მიწის ნაკვეთზე.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.