საზოგადოება
განახლებადი ენერგიის წყაროები ადამიანის და გარემოს სამსახურში
საწვავი წიაღისეული და მათი გავლენა კლიმატზე
კლიმატის ცვლილების შესარბილებლად მსოფლიოში და საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა განახლებადი ენერგიის წყაროები.

მსოფლიო მოსახლეობის ზრდასთან ერთად განუწყვეტლივ იზრდება მოთხოვნა ენერგიაზე. ენერგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა წიაღისეული საწვავი: ნავთობი, ქვანახშირი, ბუნებრივი აირი.
მათზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, იზრდება მათი მოპოვებისას, გადამუშავებისას და გამოყენებისას გარემოზე მიყენებული ზიანიც. წიაღისეულის არარაციონალური გამოყენებისას გარემოში გამოიფრქვევა.
ნახშირორჟანგი CO2, მეთანი CH4, N2O. მათმა არარაციონალურმა გამოყენებამ კლიმატის ცვლილება დააჩქარა.




რასაკვირველია კლიმატი მუდმივად განიცდის ცვლილებას, ეს ციკლი მოიცავ ყოველ 30 წელიწადს, თუმცა ეს პროცესი ადამიანის ჩარევით კიდევ უფრო დაჩქარდა.
კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის IPCC-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად კლიმატის ცვლილების შკალა, რომელიც 1850 წლიდან საგრძნობლად შეიცვალა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება საწვავი წიაღისეულის უპრეცედენტო მოხმარება და სათბური აირების უკონტროლო გავრცელება.

ქვემოთ მოყვანილ შკალაზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ, რა იქნებოდა ადამიანის ჩარევის გარეშე და რამდენად შეიცვალა სურათი. ტემპერატურამ 1.5 გრადუსით მოიმატა.





ენერგიის განახლებადი წყაროები საქართველოში, სამცხეე-ჯავახეთში და ბორჯომში

განახლებადი ენერგიის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ის ამოუწურავია, განსხვავებით წიაღისეული რესურსებისგან (ნავთობი, ქვანახშირი და სხვა) ამავე დროს, განახლებადი ენერგიის მოპოვება გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებს,
იმისათვის რომ შერბილდეს კლიმატის ცვლილება და მავნე აირების დონე დასტაბილურდეს, აირების გაფრქვევადა მშთანთქმა ერთმანეთს უნდა უტოლდებოდეს. ბუნებრივი მშთანთქმელი არის დედამიწის მწვანე საფარი. რომელის სხვადასხვა მიზნთ იკლებს.
იქნება ეს ადამიანის ხელით თუ ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაზიანებული მწვანე საფარი. ბორჯომის მაგალითზე გაგახსენებთ ხანძრებს. ამას ემატება საშეშე მერქნის მოპოვება ლეგალურად თუ არალეგალურად.


(ბორჯომი, 2022 წელი. ფოტო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური)





რატომ განახლებადი ენერგია?

განახლებადი ენერგიის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ის ამოუწურავია, განსხვავებით წიაღისეული რესურსებისგან (ნავთობი, ქვანახშირი და სხვა) ამავე დროს, განახლებადი ენერგიის მოპოვება გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებს, შესაბამისად, ასეთი სახის ენერგია გვაძლევს საშუალებას დავაკმაყოფილოთ გაზრდილი მოთხოვნა ენერგიაზე ისე, რომ გარემოს მინიმალური ზიანი მივაყენოთ.
არსებობს განახლებადი ენერგიის წყარეობის შემდეგი სახეები:
წყლის ენერგია; ტალღების ენერგია; მზის ენერგია; ქარის ენერგია; გეოთერმული ენერგია; ბიომასის ენერგია.
განახლებადი ენერგიის წყაროებს მიეკუთვნება, ქარისა და მზის სადგურები, ჰიდროენერგეტიკა. საქართველოს ძირითადად განახლებადი ენერგიის ეს წყაროებია გავრცელებული.

წყლის ენერგია


საქართველოში ენერგეტიკული დანიშნულების 10 წყალსაცავია.
ქვეყნისთვის ენერგეტიკული მნიშვნელობის ნაკლებად, თუმცა სამცხე-ჯავახეთისთვის და ბორჯომის მუნიციპალიტეტის თემის სოფლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ,,ჩითახევ ჰესი'', რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა 1990-იანი წლების ენერგეტიკული კრიზისის მოგვარებაში. ფაქტობრივად მათ ,,უშუქობა’’ არ უგვრძვნიათ.



აქვე დავამატებ, რომ ბორჯომის ისტორიულ პარკში მდებარეობს პირველი ელექტრო სადგური საქართველოში. ჰესი ნიკოლოზ რომანოვის დაკვეთით გერმანელმა არქიტექტორმა ფრიდრიჰ მონდელ ჰაურმა 1899 წელს ააგო. 1950 წელს ელექტროსადგურმა შეწყვიტა მუშაობა, ხოლო 1990 იან წლებში გაიძრცვა.
ის ბორჯომის პარკს ამარაგებდა ელექტროენერგიით



ქარის ენერგია

რაც შეეხება ქარისა და მზის სადგურებს, მაგალითად, ქარის პირველი წისქვილი 4 000 წლის წინ აიგო. მეცხრამეტე საუკუნეში ქარის ენერგიიდან ელექტროენერგიის წარმოება დაიწყო. პირველი სადგური ოჰაიოში 1888 წელს გაიხსნა. ასევე აღსანიშნავია დანიის მაგალითი.
დღესდღეობით ქვეყანა მთლიანი ელექტროენერგიის 28% -ს სწორედ ქარის სადგურებიდან იღებს და დანიის მთავრობის გეგმის მიხედვით, 2020 წლისთვის ამ მაჩვენებელს 50%-ს უნდა მიეღწია.



საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური 2016 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. მისი სიმძლავრე 20.6 მეგავატია, ხოლო გამომუშავება 84.1 მილიონი კვტ/სთ, რაც 18 000 ოჯახის ელქტრომომარაგებას ნიშნავს.
რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს, მნიშვნელოვანი სიახლეა ის რომ უახლოეს მომავალში იგეგმება ქარის ელექტრო სადგურების მშენებლობა.
ქარის სადგურების განვითარე­ბისთვის მიმზიდველი ადგილმდებარეობით გამოირჩევა მთა საბუეთი, ქუთაისი, ფარავანი, ბათუმი და გოდერძის უღელტეხილი;
განახლებადი ენერგიებიდან ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კერძოდ, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში 3 ქარისა და 5 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება.
ენერგეტიკული პროექტების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 250 მგვტ-ზე მეტია, ხოლო ჯამური ინვესტიცია 400 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.

*ფოტოზე: ქართლის ქარის ელექტროსადგური (ფოტო: reginfo.ge)



მზის სადგურები

კაცობრიობამ მზის ენერგიის ათვისება უძველესი დროიდან დაიწყო და მას სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებდა.
მაგალითად, თქმულების მიხედვით ბერძენმა მეცნიერმა არქიმედემ ბერძნული ქალაქ სირაკუზის დასაცავად რომაელთა ჯარებისგან სწორედ მზის ენერგია გამოიყენა. მან ლითონის სარკის ზედაპირზე არეკლილი სხივების ფოკუსირებით რომაულ საბრძოლო ხომალდებს ცეცხლი გაუჩინა.
არსებობს მზის ენერგიის გამოყენების პასიური და აქტიური მეთოდები. პასიურ მეთოდი არ გულისხმობს რაიმე სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებას. მისი მაგალითია საცხოვრებელი სახლების ისეთი დაპროექტება, რომ მზის ენერგია ეფექტურად იქნეს გამოყენებული.




მზის ენერგიის გამოყენებას უდიდესი პოტენციალი აქვს. მაგალითად, ყოველ საათში დედამიწაზე იმდენი მზის ენერგია აღწევს, რომ ერთი წლის მანძილზე მსოფლიო ენერგიის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იქნებოდა საჭირო.

2023 წელს სამცხე ჯავახეთში, კერძოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანეთში, ე.წ კოდიანზე, გუჯარეთის ხეობასა და თორში, სადაც მოსახლეობა სეზონურად მესაქონლეობას ეწევა, მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდა.ტერიტორიაზე ჯამში.

12 კუნძულოვანი მზის ელექტროსადგურის სისტემა მოეწყო. აღსანიშნავია, რომ აქამდე ე.წ. კოდიანს, გუჯარეთის ხეობასა და თორს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.




განახლებადი ენერგიების პოტენციალი უზარმაზარი და მუდმივად მზარდია, შესაბამისად, ასეთი სახის ენერგია გვაძლევს საშუალებას დავაკმაყოფილოთ გაზრდილი მოთხოვნა ენერგიაზე ისე, რომ გარემოს მინიმალური ზიანი მივაყენოთ.

დოკუმენტი მომზადდა ავტორის მიერ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის “გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის და დემოკრატიული მდგრა- დობის ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WFD) საქართველოში.

აღნიშნულ დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ ასახავდეს გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მოსაზრებებსს.



წყაროები:
ენერგიის განახლებადი წყაროები (isoconsulting.ge)
გიორგი მუხიგულიშვილი
მკვლევარი კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის საკითხებში

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.