ბაკურიანში ბინების ფასი წლიურად 5%-ით გაიზარდა
ბაკურიანში ბინების ფასი წლიურად
5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „გალთ ენდ ტაგარტის“ კვლევაშია
აღნიშნული.
„2023 წლის მე-3 კვარტალში ბაკურიანში 233 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად
34.9%-იანი კლებაა (2022 წლის მე-3 კვარტლის რეკორდულად მაღალი ბაზის
გამო), ხოლო კვარტალურად 11.5%-იანი ზრდა.
2023 წლის 9 თვეში, ბაკურიანისთვის დამახასიათებელი ტენდენციის
შესაბამისად, მცირე და საშუალო ზომის ბინებმა (26-80 მ2) მთლიანი
გაყიდვების 95.5% შეადგინა. ამასთანავე, გაყიდული ბინების თითქმის
ნახევარი საშუალო ფასის სეგმენტიდან იყო ($801-1,200).
ბაკურიანში ამჟამად სულ 19 დეველოპერული პროექტი მიმდინარეობს და მათი
უმეტესობა (9 პროექტი) კოხტას მთის მიმდებარედ მდებარეობს.
2023 წლის მე-3 კვარტალში ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილი ფასი
წლიურად 5.0%-ით გაიზარდა. ბაკურიანში გაყიდული ბინების ჯამურმა
ღირებულებამ 10.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 32.2%-იანი
კლებაა (2022 წლის მე-3 კვარტლის რეკორდულად მაღალი ბაზის გამო), ხოლო
კვარტალურად 13.5%-იანი ზრდა,“- აღნიშნულია კვლევაში.