31 ივლისი რეინჯერის მსოფლიო დღეა
2023 წლის რეინჯერის მსოფლიო დღის
თემა „30-30-ზე” ეფუძნება 2022 წლის გაეროს ბიოლოგიური
მრავალფეროვნების კონვენციას და გამომდინარეობს გლობალური
ჩარჩოს მესამე მიზნიდან, რომლის მიხედვითაც, 2030 წლისთვის, პლანეტის
მინიმუმ 30 პროცენტი ეფექტიანად უნდა იყოს დაცული და მართული.
დღეისათვის, საქართველოს დაცული ტერიტორიების 24 ადმინისტრაციულ
ერთეულში 400-მდე რეინჯერი მსახურობს. რეინჯერები უზრუნველყოფენ
როგორც ბუნების დაცვას, ასევე, ვიზიტორთა უსაფრთხოებას და მათ
ინფორმირებას. რეინჯერები ჩართულნი არიან კვლევისა და მონიტორინგის
პროცესში, მონაწილეობას იღებენ ხანძრების პრევენციასა და
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
რეინჯერის მსოფლიო დღე პირველად 2007 წელს, რეინჯერთა საერთაშორისო
ფედერაციის (IRF) მიერ აღინიშნა. აღნიშნული დღის მიზანია იმ რეინჯერთა
სამსახურის დაფასება, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობისა და, რიგ
შემთხვევაში, სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენს ბუნებრივ საგანძურს და
კულტურულ მემკვიდრეობას.
საქართველოში
რეინჯერის მსოფლიო დღე 2017 წლიდან აღინიშნება.