15 წლის ბათუმელი გოგოს მიმართ სექსუალურ დანაშაულში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
16 წლის ასაკს მიუღწეველთან
სქესობრივი კავშირის დამყარების და თვითმკვლელობამდე მიყვანის
ბრალდებით დაკავებულ პირს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის
ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
როგორც პროკურორი ალექსანდრე ძირკვაძე აცხადებს, ბრალდებული დუმილის
უფლებას იყენებს. მისივე თქმით, ბრალდებული და დაზარალებული ერთ
მისამართზე, ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ.
პროკურორის განცხადებით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, შესაძლოა,
ბრალდება აღნიშნული პირის მიმართ დამძიმდეს, ან გამოიკვეთოს სხვა
პირების ბრალეულობა.
„ვინაიდან სენსიტიურ თემასთან გვაქვს საქმე, გარდაცვლილია
არასრულწლოვანი, სხვა დეტალებისგან თავს შევიკავებ“, - განაცხადა
ალექსანდრე ძირკვაძემ.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული დაზარალებულთან სქესობრივ
კავშირს სისტემატურად ამყარებდა, ასევე სისტემატურად ამცირებდა მას,
აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც, არასრულწლოვანმა
საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე
თვითმკვლელობით დაასრულა.