საზოგადოება
გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქებულ კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდა (R)
ბორჯომში, მესხეთის N31-ში მდებარე
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის დაზიანებული ნაწილი
რეაბილიტირდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების
ფარგლებში, განხორციელდა კორპუსის დაზიანებული ფასადის, აივნების და
ლიფტის აღდგენითი სამუშაოები.
შეიცვალა კარ-ფანჯარა და გარემონტდა
სადარბაზო.
ინფორმაციისთვის, 2022 წლის 22
ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირის
დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.
გააზიარეთ :