საზოგადოება
„აწარმოე საქართველოში“- მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამა იწყება
3 აპრილიდან იწყება ბიზნესიდეების მიღება მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე. ბიზნესიდეების წარმოდგენის ბოლო ვადაა 27 აპრილი, 15:00 საათი.

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, რომელსაც სურს საკუთარი ბიზნესიდეის წარმატებულ საქმიანობად გარდაქმნა, ან არსებული ბიზნესის გაფართოება.

გრანტის მაქსიმალური მოცულობა 30 000 ლარს შეადგენს. მეწარმის მხრიდან განსახორციელებელი თანამონაწილეობის თანხა შეადგენს გრანტის თანხის არანაკლებ 20%-ს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში არანაკლებ 10%-ს.

არსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, ბენეფიციარის თანამონაწილეობა გრანტის თანხის არანაკლებ 50%-ით, მაღალმთიან დასახლებებში კი, არანაკლებ 25%-ით განისაზღვრა.

პროგრამის ფარგლებში განისაზღვრა რამდენიმე პრიორიტეტი:

• ახალი ბიზნესის წამოწყება;
• ახალგაზრდა მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
• ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
• იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
• შშმ პირთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
• სოციალურად დაუცველი პირის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
• სოფლად/მაღალმთიან დასახლებებში ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
• განთავსების საშუალებებსა და ტურისტულ სერვისებზე ორიენტირებული პროექტის განხორციელება.
პროგრამის საინფორმაციო შეხვედრების განრიგი განთავსდება სააგენტოს სოციალურ ქსელებში.

შენიშვნა: მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეზღუდებათ 2020-2022 წლებში გამარჯვებულ და 2015-2018 წლების ორჯერ დაფინანსებულ ბენეფიციარებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ხანდაზმულები, მარტოხელა და მარტო მცხოვრები მოხუცები - ეს არის ადამიანების ჯგუფები, რომლებიც შინმოვლის სერვისს საჭიროებენ.
კარდიოლოგიური და ონკოლოგიური პაციენტები, ახალშობილები, მრავალშვილიანები, პენსიონერები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები - ვის ეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტის განახლებული სოციალური პროგრამები.
დღის ამბები
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დასავლეთ ევროპის ქვეყნები უდიდესი ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ და მშვიდობაც საკმაოდ მყიფე იყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.