ახალი ამბები
„თვეში დაახლოებით 18 000 ლარი მაინც გვჭირდება“ - ბორჯომელ კახა შამილს თბილისში მკურნალობენ
ბორჯომელი კახა შამილი, თვეზე მეტია კომატოზურ მდგომარეობაშია და სიცოცხლისთვის იბრძვის. 38 წლის კაცს დიაგნოზი, ტვინის ქერქის ატროფია დაუდგინდა. თავდაპირველად, ორი კვირის განმავლობაში მოთავსებული იყო ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში. შემდეგ კი თბილისში, ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც პაციენტი 20 დღის განმავლობაში გადიოდა მკურნალობას. კახა შამილი კლინიკიდან გამოწერეს და ექიმებმა მას სახლში ხანგრძლივი მკურნალობა დაუნიშნეს. კახა შამილს საყოველთაო დაზღვევაც კი მოხსნილი აქვს.


„ახლა თბილისში ვართ. საჭიროებიდან გამომდინარე, სახლში მოვუწყეთ პატარა რეანიმაცია, თავისივე აპარატურით. ექიმები 24 საათიან რეჟიმში მორიგეობენ. მას სჭირდება მედიკამენტები, რეანიმაციის განყოფილებაში არსებული ყველა აპარატი, ჰიგიენური საშუალებები, მასაჟისტი და ა. შ... დღეში 350 ლარამდე მხოლოდ ექიმს და აპარატურას სჭირდება. გარდა ამისა, გამოწერილი აქვს უამრავი წამალი. ყოველ 10 დღეში ერთხელ კი კვლევები უნდა ჩაიტაროს კლინიკაში. თბილისში ახლობლის ოჯახმა შეგვიკედლა, ბინის დაქირავება რომ ვეღარ შევძელით, მაგრამ ასეც როდემდე ვიქნებით, არ ვიცით. კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ კახა სამსახურში იყო ინდმეწარმედ გაფორმებული და დიდი ბრუნვის გამო, გაუუქმდა საყოველთაო დაზღვევა. არანაირი შეღავათი მასზე არ ვრცელდება და ყველა ეს ხარჯი ოჯახს დაგვაწვა. ყველანაირი რესურსი გვაქვს ამოწურული და ამიტომ გადავედით იმ ეტაპზე, რომ ხალხს ვთხოვთ დახმარებას“ - ამბობს ტელეკომპანია „ბორჯომთან“ საუბრისას ოჯახის რძალი ნათია ნიკურაძე.


ოჯახმა საზოგადოებისგან დახმარება საჯაროდ ხუთი დღის წინ ითხოვა. ამ დრომდე ოჯახმა ხალხისგან 2000-დან 3000 ლარამდე დახმარება მიიღო. მიუხედავად ამისა, ხარჯი და დაგროვილი ვალები აჭარბებს ოჯახის რესურსს. ორივე საავადმყოფოში, სადაც აქამდე იყო მოთავსებული, გასასსტუმრებელია მკურნალობის ხარჯები.


„თვეში დაახლოებით 18 000 ლარი მაინც გვჭირდება, რომ შესაბამისი მკურნალობა გავუწიოთ კახას. გარდა ამისა, ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში 8 000 ლარი გვაქვს გადასახდელი. ბორჯომის მუნიციპალიტეტსაც მივმართეთ, კონკრეტულად ბორჯომის მერს და ადგილობრივი მთავრობა დაგვეხმარა 11 000 ლარით, ეს თანხა ჩარიცხა თბილისში, ალადაშვილის კლინიკაში და ამაზეც მადლობლები ვართ. ალადაშვილის კლინიკაში კიდევ 6 000 ლარი გვაქვს გადასახდელი. მადლობა ყველას ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი ოჯახის მდგომარეობა. სამწუხაროდ, იმდენად დიდია ხარჯი, რომ ვეღარ ავუდივართ. სახლის გაყიდვაც გვინდა, მაგრამ ხომ იცით, ასე მალე არ იყიდება სახლი. სამწუხაროდ, არ ვიცით რამდენ ხანს იქნება კახა ასეთ მდგომარეობაში. ექიმებმა გვითხრეს, რომ ხანგრძლივი მკურნალობა ესაჭიროება“ - გვეუბნება ნათია ნიკურაძე.


კახა შამილს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. მისი ორივე მშობელი გარდაცვლილია, მამა აფხაზეთის ომში დაეღუპა. 38 წლის კაცი სიცოცხლისთვის ბრძოლას აგრძელებს. მის გადასარჩენად გახსნილია საბანკო ანგარიშის ნომრები, სადაც მოქალაქეებს ნებისმიერი თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ.


გავერთიანდეთ, ვისაც რისი საშუალება გაქვთ. გადავარჩინოთ ახალგაზრდა ბიჭი რომ დაუბრუნდეს მის ოჯახს ჯანმრთელი.



#GE52BG0000000541397808 - საქართველოს ბანკი -იამზე გელაშვილი.
#GE04TB7256145061100131 - თიბისი ბანკი - მარიამ შამილი.
#GE85LB0211135118762000 - ლიბერთი ბანკი.




ამავე თემაზე:

ბორჯომელ კახა შამილს საზოგადოების დახმარება სჭირდება



Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.