ახალი ამბები
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია 19
იანვარს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან
დაკავშირებით მოქმედ ტაძრებში წირვა-ლოცვა ტარდება.
ტრადიციულად, მდინარეში განბანვის რიტუალი შესრულდა ბორჯომში. მრევლი,
გვიან ღამით დღესასწაულს მდინარე მტკვარში შესულები შეხვდნენ. ეს
ტრადიცია უკვე ათეულ წლებს ითვლის.
მდინარეში განბანვის
რიტუალი ბორჯომში
მდინარეში განბანვის რიტუალი
ბორჯომში
საეკლესიო სწავლებით, ნათლისღების დღესასწაული თორმეტ
საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს
ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან
ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა.
ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას,
როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს
გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის
დროს.
წმიდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის
მიერ იესო ქრისტეს ნათლისღება მდინარე იორდანეში მოხდა. ამ
დროს მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე
დაადგა, ზეციდან კი ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი,
რომელიც მე სათნო ვიყავ".
რელიგიური სწავლების თანახმად, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ
კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ
თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე
შეუძლიათ, განსაკუთრებით - ავადმყოფობისა და
განსაცდელების დროს.
გააზიარეთ :