„ლიდერის“ ხორცპროდუქტებში ცხენის და ვირის ხორცი კვლავ გამოვლინდა
„ლიდერის“ ხორცპროდუქტებში ცხენის და
ვირის ხორცი კვლავ გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის
ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„შპს „ლიდერის“ ხორცპროდუქტებში განმეორებითი ლაბორატორიული კვლევისას
ცხენის და ვირის ხორცი კვლავ გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს
თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს „ლიდერს“ (გლდანის ა/მიკრორაიონი,
48-ე კორპუსის მიმდებარედ) საწარმოო პროცესი შეუჩერა და
დააჯარიმა.
16 ნოემბერს, განმეორებითი კვლევისთვის აღებულ ხორცპროდუქტების
ნიმუშებში ცხენისა და ვირის დნმ-ი კვლავ გამოვლინდა. აღნიშნულ ფაქტთან
დაკავშირებით, დამატებითი მოკვლევა გრძელდება.
მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო
განაგრძობს სურსათის ნიმუშების აღებასა და კვლევას სხვადასხვა
პარამეტრზე,“- აღნიშნულია სეს-ის ინფორმაციაში.