გორის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საერთაშორისო მნიშვნელობის
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის
საავტომობილო გვირაბში,
პროფილაქტიკური სამუშაოების
ჩატარების მიზნით, 2022 წლის 25 ოქტომბრის 00:00 სთ-დან 03:00 სთ-მდე
გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 03:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე გვირაბის
თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის
პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის
პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის
სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება
გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების
შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.