საზოგადოება
2022 წლის სექტემბერში რუსეთიდან 222 274 ადამიანი შემოვიდა
შინაგან საქემთა სამინისტროს
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის სექტემბერში რუსეთის
ფედერაციიდან საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი შემოვიდა.
წინა წელთან შედარებით, როცა
კორონავირუსის პანდემიის გამო შეზღუდვები მოქმედებდა მონაცემები 511
პროცენტით არის გაზრდილი.
2022 წლის სექტემბერში რუსეთიდან 222 274 ადამიანი შემოვიდა, გასულ
წელს კი 36 407. მონაცემები გაზრდილია პანდემიამდე პერიოდთან
შედარებითაც. 2019 წელს ყველაზე მეტი ადამიანი სხვა ქვეყნებს შორის
აზერბაიჯანიდან შემოვიდა, მეორე ადგილზე იყო რუსეთი 163 316
ადამიანით.
რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში ყაზბეგის
გამშვები პუნქტით შემომსვლელთა რაოდენობა გაიზარდა. ინფორმაციას
ადასტურებდა შინაგან საქმეთა მინისტრიც, თუმცა ამბობდა, რომ ამაში
საფრთხეს ვერ ხედავდა.
წყარო: რადიო თავისუფლება
გააზიარეთ :