ბათუმის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის
სადარბაზოს ჩამონგრევიდან ერთი წელი გავიდა.
2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის
ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. , მაშველებმა ნანგრევებიდან 10
ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ზვიად
თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და
გადარჩა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ
წარდგენილი მტკიცებულებები და სამი პირი დამნაშავედ ცნო- ზ.ბ.-ს 4
წლით, ხოლო გ.ს. და ხ.ს. 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა
განუსაზღვრა.