აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს
3 ოქტომბრის საღამოდან და 4
ოქტომბრის ღამეს სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ცეცხლი
გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქალბაჯარის რაიონის ზიველის,
ზეილიკისა და ისთისუს დასახლებებისა და თოვუზის რაიონის აღდამისა და
გარალარის დასახლებების მიმართულებებით, - ამის შესახებ ინფორმაციას
აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით
ავრცელებს.
“გაცნობებთ, რომ სიტუაციის
მიზანმიმართულ ესკალაციაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სომხეთის
სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას”, - ნათქვამია აზერბაიჯანის
თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.