ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ
ტბაზე, ადგილობრივები და დამსვენებლები, მაღალი ძაბვის
ელექტროგადამცემი ბოძების დამონტაჟებას აპროტესტებენ. მათი თქმით,
ინფორმაცია ამ პროექტის შესახებ არ ჰქონდათ. საპირისპიროს ამტკიცებენ
ადგილობრივ თვითმმართველობასა და „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.
პროექტს კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახორციელებს და მათი მტკიცებით,
ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის მიზეზი ენერგოუსაფრთხოება და
ენერგომომარაგების გაუმჯობესებაა.
დოკუმენტის თანახმად, მოხდება 35 კვ ძაბვის საჰაერო
ელექტროგადამცემ ხაზზე სადენის კვეთის გაზრდა და მისი გაორჯაჭვიანება.
მოსახლეობა შიშობს, რომ ახალი პროექტით ელექტროენერგიის სიმძლავრე
მოიმატებს, რაც მათ ჯანმრთელობას პრობლემებს შეუქმნის და საკურორტო
სოფელს ხიბლს დაუკარგავს.
ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს ბორჯომის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე
შეხვდა, მათი პრეტენზიები მოისმინა და შემდგომში შეხვედრას,
ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლებთან ერთად დაპირდა.
ტბაზე მცხოვრებლების და დამსვენებლების ინიციატივით შექმნილია
პეტიცია, სახელწოდებით
„ბორჯომის ხეობა საფრთხეშია“. ხელმოწერების შეგროვების შემდეგ,
ისინი სახელმწიფო უწყებებისთვის მიმართვას აპირებენ.
კომპანიის მხრიდან გულგრილობა, უპასუხისმგებლობა თუ მოსახლეობის
უსაფუძვლო შიშები. რას ამბობენ დაპირისპირებული მხარეები, ვრცლად
ნახეთ სიუჟეტში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.