თბილისში საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაანონსებული, ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
თბილისში საქართველოს პრეზიდენტის
მიერ დაანონსებული, ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია
გაიმართება.
მოქალაქეები ევროპის მოედანზე დღეს,
19:00 საათზე შეიკრიბებიან.
აქციის თაობაზე მოწოდება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა
14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მან მოქალაქეებს მიმართა,
შეიკრიბონ, რიყეზე, რათა „დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას
ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა“.
წყარო : https://www.interpressnews.ge/