დღეს მართლმადიდებლური სამყარო ხარების დღესასწაულს აღნიშნავს
ხარება — ერთ-ერთი საუფლო
დღესასწაული ქრისტიანულ ეკლესიაში. აღინიშნება 7 აპრილს.
ლუკას სახარების მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა მარიამ
ღვთისმშობელს ახარა, რომ იგი შობდა იესო ქრისტეს, ძეს ღვთისას.
ქრისტოლოგიაში ხარების დღესასწაული ითვლება კაცობრიობის ხსნის
დასაწყისად, საუკუნეების განმავლობაში დაფარული ღვთის საიდუმლოს
გამოცხადებად.
ქრისტიანული სამყარო განსაკუთრებით ემზადება საუფლო დღისთვის, რადგან
ღმერთმა, თავისი გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით, ცოდვის ტყვეობაში
ადამის მოდგმის გამოხსნა ინება.
გილოცავთ ხარების დღესასწაულს!