საზოგადოება
როგორ შეიძლება შეიცვალოს იზოლაციის ვადები
დღეს, 8 თებერვალს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, არსებობს სხვა ქვეყნების გამოცდილება, რომ იზოლაციის ვადა ხუთ დღემდე შემცირდა იმ დათქმით, რომ მეხუთე დღეს გაკეთებული ტესტის პასუხი უარყოფითი უნდა იყოს და პირმა საქმიანობა გააგრძელოს პირბადის გამოყენებით. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, იზოლაციის ვადის შემცირების გადაწყვეტილების მიღებისას აქცენტი კეთდება მათზე, ვისი სამსახურში დროულად დაბრუნება მნიშვნელოვანია და პირველ ყოვლისა, ეს ეხება სამედიცინო პერსონალს.

„ჯერჯერობით იზოლაციის ვადა უსიმპტომო პირებისთვის კვალავ 8 დღე რჩება, თუმცა მიმდინარე კვირაში ჩვენ ექსპერტებთან ერთად დამატებით ვიმსჯელებთ. სხვა ქვეყნების გამოცდილება არსებობს, სადაც მე-5 დღეს ტარდება ტესტი და უარყოფით შემთხვევაში პირმა შეიძლება გააგრძელოს აქტივობა პირბადის გამოყენებით. ეს მოდელები სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს. აქცენტი მეტად კეთდება იმ პროფესიებზე, ვისი დატვირთვა და სამსახურში დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, კოვიდპროგრამაში მონაწილე სამედიცინო პერსონალი. ამიტომ ამ კვირაში ამაზე დამატებითი მსჯელობა იქნება და თუკი ექსპერტები მხარს დაუჭერენ იზოლაციის ვადის შემცირებას საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით განცხადებასაც გავაკეთებთ,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი იზოლაციის პეროდთან დაკავშრებით ფეისბუქ პოსტს 6 თებერვალს აქვეყნებს.


,,საკმაო გაუგებრობაა იზოლაციის ვადებთან დაკავშირებით, კერძოდ, საიდან იწყება იზოლაციისთვის საჭირო 8 დღის ათვლა.
როდესაც კოვიდ დადასტურებულ პაციენტებს ურეკავენ, აფრთხილებენ, რომ იზოლაციის დაწყების თარიღად ითვლება კოვიდის ლაბორატორიული დადასტურების დღე. უსიმპტომო პაციენტებისთვის მართლაც ასეა, თუმცა გაუგებრობაა სიმპტომების შემთხვევაში. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში იკითხება, რომ პირი „ექვემდებარება იზოლაციას მკაცრად 8 დღის განმავლობაში“, თუმცა მე ვერ მივაგენი, თუ სინამდვილეში არ არის მითითებული, არ ჩანს საიდან იწყება ამ 8 დღის ათვლა.

ანუ როდესაც ჩვენთან ეუბნებიან, რომ დადასტურების თარიღიდან იწყება ათვლა, არ არის სწორი, რადგან ადამიანმა შეიძლება ტესტირება გვიან ჩაიტაროს (მაგალითად, სიმპტომების დაწყებიდან მე-5 დღეს), ასეთ შემთხვევაში ეს ადამიანი კიდევ დამატებით 8 დღე უნდა გამოვკეტოთ, რაც ჯამში 13 დღე გამოვა. ხშირად სიმპტომების დაწყებისას ტესტი უარყოფითია და მოგვიანებით, რამდენიმე დღეში ხდება დადებითი. ასეთი ხალხი სრულიად გაუმართლებლად გვყავს იზოლაციაში დამატებითი დღეების განმავლობაში. ისედაც კადრების კატასტროფული დეფიციტია ყველგან, რადგან უამრავი ადამიანია ინფიცირებული. ჩვენი კი დამატებით, სრულიად არასაჭიროდ გვყავს ხალხი გამოკეტილი.

ამის საწინააღმდეგო არგუმენტად ასახელებენ იმას, რომ შეიძლება ინფიცირებულმა არასწორად დაასახელოს სიმპტომების დაწყების დღე. კი ბატონო, ეს არგუმენტია, მაგრამ ამ ლოგიკით, ინფიცირებულმა შეიძლება საერთოდ არ ჩაიტაროს ტესტირება და სრულიად თავისუფალი იყოს იზოლაციიდან, ვერავინ ვერაფერს გაიგებს. ამიტომ ჩვენ მაინც ინდივიდების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ვეყრდნობით და ვენდობით, რადგან სხვა ბერკეტი არ არსებობს. ამიტომ უნდა დავუჯეროთ სიმპტომების დაწყების დასახელებულ დღესაც და ათვლა აქედან დავიწყოთ.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენთან ისედაც მეტია იზოლაციის დღეები (8 დღე, აშშ-ში და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში დაწესებული 5 დღის ნაცვლად)."ნატქვამია ექიმ, მაია ბუწაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუქ პოსტში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.