საზოგადოება
გაჩერებული კუკუშკის ბუნდოვანი პერსპექტივა
ბორჯომ-ბაკურიანის კუკუშკა, რომელიც ყოველდღიურად ემსახურებოდა როგორც ადგილობრივებს, ასევე ქალაქის სტუმრებს, 2 წელზე მეტია გაჩერებულია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე სარკინიგზო ტრანსპორტის კარი მგზავრებისთვის დაკეტილია.პატარა მატარებელი განსაკუთრებით მოთხოვნადია სოფლების ტბის, ცემის და ლიბანის მცხოვრებლებისთვის. მოსახლეობა კუკუშკის მოძრაობის აღდგენას ითხოვს. ეს ადგილობრივებისთვის გადაადგილების ხელმისაწვდომი და პრაქტიკული საშუალებაა.

ბაკურიანში ტურისტული სეზონი იხსნება და კუკუშკა კიდევ უფრო მოთხოვნადი ხდება. მატარებელი ადგილობრივებთან ერთად ემსახურებოდა ტურისტებს. აღდგება თუ არა ბორჯომ-ბაკურიანის კუკუშკის მოძრაობა უახლოეს პერიოდში, ამ თემაზე ტელეკომპანია "ბორჯომი" საქართველოს რკინიგზას დაუკავშრიდა, პასუხი ვერ მივიღეთ. უწყებამ ორდღიანი ლოდინის შემდეგ ხალხის კითხვებს არ უპასუხა.

ბორჯომ-ბაკურიანის მატარებლის თითქმის ორ წლიანი გაჩერების მიზეზად საქართველოს რკინიგზა კოვიდპანდემიას ასახელებდა. ამ თემაზე ტელეკომპანია "ბორჯომმა" მასალა არაერთხელ მოამზადა. როდის და როგორ მოაგვარებს საქართველოს რკინიგზა აღნიშნულ პრობლემას, ჯერ-ჯერობით უცნობია. საკითხს ტელეკომპანია "ბორჯომი" შემდგომშიც დაუბრუნდება.



Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.